ნოე სულაბერიძის პირველი კომენტარი “პრაიმშოუს” წამყვანების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე – რას ამბობს პროდიუსერი ნინი ბადურაშვილსა და სალომე ღვინაშვილზე?

ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე, პე­რი­ო­დუ­ლად მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად სა­ტე­ლე­ვი­ზიო არ­ხებს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ან სა­კუ­თა­რი ნე­ბით ტო­ვე­ბენ, ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის გამო სამ­სა­ხუ­რი­დან ათა­ვი­სუფ­ლე­ბენ. შე­გახ­სე­ნებთ “პოსტივის” წამ­ყვა­ნის, ანი ამი­ლახ­ვა­რის გან­ცხა­დე­ბას, რო­მელ­შიც წერ­და, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის გამო ტე­ლე­ვი­ზია და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს.

ასე­ვე გა­ა­ჩე­რეს გა­და­ცე­მა, რომ­ლის წამ­ყვა­ნიც ირმა სო­ხა­ძე გახ­ლდათ. გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ამის მი­ზე­ზიც სო­ხა­ძის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცია გახ­და, თუმ­ცა მან ეს უარ­ყო.

5 მა­ისს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმე­დი” რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მელ­მა და­ტო­ვა. რო­გორც სხვა­დას­ხვა მე­დია წერ­და, არ­ხი­დან წა­სულ­თა შო­რის იყ­ვნენ ძი­რი­თა­დად გა­სარ­თო­ბი გა­და­ცე­მე­ბის წამ­ყვა­ნე­ბი, მათ შო­რის, “იმე­დის დი­ლი­სა” და “პრა­იმ­შო­უს”.

სი­ა­ში მოხ­ვდნენ დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნე­ბი – ეკა ამი­რე­ჯი­ბი, ზურა ბა­ლან­ჩი­ვა­ძე და ნა­თია ორ­ვე­ლაშ­ვი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა “პრა­იმ­შო­უს” – ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი და სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი.

“ამბებმა” ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძესთან დაკავშირება მოახერხა:

– არ დაშ­ლი­ლა “პრა­იმ­შოუ”, მა­გას თუ მე­კი­თხე­ბით, არა­ვინ არ წა­სუ­ლა.

– არ წა­სუ­ლან გა­და­ცე­მი­დან სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი და ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი?

– არ დაშ­ლი­ლა მა­გას ნიშ­ნავს, რომ არა­ვინ არ წა­სუ­ლა.

წყარო : Ambebi.ge