ნურსელ კოსე ცნობილი თურქი მსახიობია.
კოსე 1961 წლის პირველ იანვარს თურქეთში, მალათიაში დაიბადა.
სამსახიობო კარიერა 1988 წლიდან დაიწყო. აღსანიშნავია, რომ სტუდენტობის პერიოდი მან გერმანიში გაატარა, სადაც უნივერსიტეტი არქიტექტურის განხრით დაამთავრა.
სწავლის პარარელურად მუშაობდა რაიდოში, სადაც კითხულობდა ლექსებს და იყო გადაცემის ავტორიც.
მან გერმანაში თეატრიც ჩამოაყალიბა, რომელსა თავად ხელმძღვანელობდა.
ნურსელ კოსეს სამსახიობო კარიერა შედგა 1988 წელს, ფილმით “Yasemin”.
ფილმი თურქეთისა და გერმანიის ერთობლივი ნამუშევარი იყო და მასში მსახიობმა ემინეს როლი შეასრულა.
ფილმმა დიდი აღიარება მოიპოვა, წარდგენილი იყო ბერლინის 38-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე.
1988 წლიდან დღემდე, ნურსელი მრავალ ფილმსა, თუ ტელესერიალშია გადაღებული.
ქართველი მაყურებლისთვის, ნურსელ კოსე ცნობილია, 2014 წლის მაღალრეიტინგული თურქული სერიალიდან “Paramparça”(“ნამსხვრევები”), სადაც მსახიობი ქერიმანის პერსონაჟს განასახიერებს. მისი გმირი საოცარი ინდივიდუალიზმით გამოირჩევა, რის გამოც იგი სერიალის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სახეა.
მან ბოლოს ითამაშა ასევე სერიალ “ღალატში”, სადაც უარყოფითი ქალის პერსონაჟს იდეალურად განასახიერებს.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ნურსელ კოსე სასიყვარულო ურთიერთობაში იმყოფება ულრიხ მერტინთან, რომელიც გერმანელი მევიოლინეა.
ნახეთ წყვილის ფოტოები.