“ოპერაცია თითქმის 15 საათი გაგრძელდა” – როგორია დათის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ – რას წერს ოჯახის ახლობელი?

დათი ქოქრაშვილის ოჯახის მეგობარი თეა ცხადაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ პატარა დათის ოპერაცია 15 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა:

“მეგობრებო სათითაოდ პასუხს ვერ გწერთ მაპატიეთ. ოპერაცია თითქმის 15 საათი გაგრძელდა და ცოტახნის წინ დასრულდა. დათის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს. ეს ოპერაცია რამოდენიმე ეტაპატ არის დაყოფილი და აუცილებლად შეგატყობინებთ” – წერს თეა ცხადაძე სოციალურ ქსელში