ანტე რებიჩი ხორვატიის ერთი პატარა სოფლიდან არის, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 2000 ადამიანს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ კარიერულმა მიზნებმა მშობლიური მხარის მიტოვებისკენ უბიძგა, არასდროს დავიწყებია ადგილი, სადაც დაიბადა და გაიზარდა.
2018 წელს პატარა სოფელში მცხოვრებ 500 ადამიანს ვალები დაუფარა, გუშინ კი, ამავე სოფელში არსებულ ბავშვთა დაწესებულებაში, რომელიც შეზღუდული შესალებლობების მქონე მოზარდებს ეხმარება, სოლიდური თანხა გადარიცხა.