“მისი დედ-მამა საფრანგეთში ცხოვრობს” – როგორ გამოიყურებიან გიორგი მიქაუტაძის მშობლები.
გიორგი მიქაუტაძეს მშობლებთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს. მისი დედ-მამა საფრანგეთში ცხოვრობს. როცა მშობლებისგან შორსაა, ცდილობს, მათთან კონტაქტი მუდმივად ჰქონდეს, დედას კი სამზარეულოში ტრიალისას ხშირად ურეკავს რჩევებისთვის:
“ხანდახან, როცა რეცეპტები ძალიან რთულია, ტელეფონზე დედას ვურეკავ, რომელიც შესანიშნავი მზარეულია. მას განსაკუთრებით კარგად ქართული კერძები გამოსდის. ჩემი საყვარელი საჭმელი ხინკალია. ეს არის ხორცის კერძი, რომელსაც მიკეთებს ხოლმე, როდესაც სახლში მივდივარ”, – ამბობდა გიორგი ერთ-ერთ ინტერვიუში.
ნახეთ ფოტო.