ფოტოები : დემნა გვასალიას პირადი ცხოვრება – 12 წლით უმცროსი ქმარი და სახლი შვეიცარიაში

დიზაინერი და ცნობილი მუსიკოსი 2017 წელს დაქორწინდნენ და ამჟამად შვეიცარიაში, ტყესთან ახლოს მდებარე სახლში ცხოვრობენ. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 12 წელია.


წარმატებული ქართველი დიზაინერი და Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია მოდელ და მუსიკოს ლოიკ გომესზე 2016 წელს დაინიშნა. ინფორმაცია გომესის „ინსტაგრამიდან“ გავრცელდა. მოდელმა სოციალურ ქსელში მისი და დემნას ნიშნობის ბეჭდების ფოტო ატვირთა წარწერით I SAID YES („მე ვთქვი კი“). ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

წყვილი 2017 წელს დაქორწინდა. ამჟამად შვეიცარიაში, ციურიხში ტყესთან ახლოს მდებარე სახლში ცხოვრობს. ლოიკი ბოლო პერიოდში ელექტრონული მუსიკის წერითაცაა დაკავებული. სწორედ მას ეკუთვნის „ქავერი“ „ბალენსიაგას“ ერათ-ერთი კოლექციის ვიდეოსთვის, რომელიც მოიწონა საზოგადოებამ და ძალიან პოპულარულია.