პი დიდისთან დაკავშირებულ მსოფლიო სკანდალში უამრავი ვარსკვლავი აღმოჩნდა “ჩათრეული”. ერთ-ერთი მსხვერპლი კი, სავარაუდოდ, ჯასტინ ბიბერია, რომელიც პატარა ასაკში გახდა პოპულარული.
უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბიბერმა 14 წლის ასაკში რეპერის გარყვნილ წვეულებაში მიიღო მონაწილეობა. სანაცვლოდ კი, პი დიდი კარიერული წინსვლის შესაძლებლობას დაჰპირდა
ჯასტინ ბიბერი პატარაობიდანვე პოპულარული იყო. რამდენიმე კონკურსში მონაწილეობის შემდეგ, თავდაპირველად მისი ნამღერი დედამ YouTube-ზე ატვირთა მხოლოდ ჯასტინის სანათესაოსთვის.
ატვირთულმა სიმღერამ კი არამარტო ნათესავები, არამედ მსოფლიო გააკვირვა და ბიბერი მეგაპოპულარული გახდა. ჯასტინის ნამღერმა მილიონობით ნახვა დააგროვა.
თინეიჯერობის პერიოდში ბიბერი სელენა გომესს ხვდებოდა. წყვილი პოპულარობით სარგებლობდა და უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინა.
რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შემდეგ ჯასტინი და სელენა დაშორდნენ.
წლების განმავლობაში ბიბერს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა აწუხებდა. 2020 წელს მომღერალმა თქვა, რომ უკვე ორი წელია, ლაიმის დაავადებით იტანჯება.
ბიბერი ასევე უენერგოობას უჩივის.
2022 წელს ვარსკვლავს რამსეი-ჰანტის სინდრომის გამო ნახევარი სახე პარალიზებული ჰქონდა. მან ვიდეო გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს ასეთ მდგომარეობაში დაენახა.
2017 წელს ბიბერმა ალეკ ბოლდუინის ქალიშვილთან ერთად გადაღებული ფოტო პირველად გამოაქვეყნა, სადაც ჯასტინი ჰეილის კოცნიდა.
წყვილი დღემდე ერთადაა და საერთო შვილი სულ ახლახანს, დაახლოებით 1 თვის წინ ეყოლათ, რომელსაც ჯეკ ბლუზი დაარქვეს.
ამჟამად ჯასტინს მთელი მსოფლიო ამხნევებს და პი დიდისთან დაკავშირებული სკანდალების გამო მხარდაჭერას უცხადებს.