პრიზი უეფასგან – რა თანხას მიიღებს საქართველო თუ ევროპის ჩემპიონატზე გავა

იმ შემთხვევაში თუ საქართველო ლუქსემბურგს დაამარცხებს და შემდეგ საბერძნეთი/ყაზახეთის გამარჯვებულსაც მოუგებს, სფფ-ის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზრდება და “უეფასან” სოლიდურ თანხას მიიღებს.

ამ ბარიერების დაძლევის შემთხვევაში სფფ “უეფასგან” 9.25 მილიონ ევროს მიიღებს.

აქვე გეტყვით, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფურ ეტაპზე თითოეული გამარჯვება 1 მილიონ ევროდ ფასდება.