რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ პროფესორი გიორგი გახელაძე გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია დაკარგული პროფესორის მეუღლემ, ირმა მალაციძემ, სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„აღარ მყავს გიო. მორჩა ჩვენი ამბავი“-წერს ირმა მალაციძე.
არსებული ინფორმაციით, გახელაძის ცხედარს კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაგნეს. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
ცნობისთვის, პროფესორის კვალი 6 დღის წინ დაიკარგა. იმ დღეს, საღამოს საათებში უპასუხო ზარის შემდეგ რამდენიმე წუთში ტელეფონი საერთოდ გაითიშა. სამძებრო სამუშაოებში გუშინ მოქალაქეები ჩაერთნენ და უბნების მიხედვით ცდილობდნენ მის პოვნას..