ქეით მიდლტონი, შესაძლოა, სამეფო ოჯახის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას აღარასოდეს დაუბრუნდეს. ამის შესახებ რამდენიმე დასავლური გამოცემა წერს.
სამეფო ოჯახის ექსპერტი რიჩარდ ფიცულიამსი თვლის, რომ ქიმიოთერაპიის დასრულების შემდეგ, ქეითი საჯარო გამოსვლებზე უარს იტყვის და ექიმების რეკომენდაციის მიხედვით, მშვიდ ცხოვრებას მიანიჭებს უპირატესობას. გამომდინარე იქიდან, რომ სამეფო ვალდებულებები საკმაოდ რთულ და მრავლისმომცველ საქმეებს გულისხმობს, ეს, შესაძლოა, უელსის პრინცესას ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახოს.