“ქორწილები ძალიან არ მიყვარს” – რას გეგმავს თათა გიორგობიანი ?

მომღერალი თათა გიორგობიანი ჟურნალ “სარკესთან” თავის ქორწილზე საუბრობს და ამბობს, რომ არ უნდა დიდი ქორწილის გადახდა.

“კონკრეტული არაფერი გადაგვიწყვეტია, ახლა ვგეგმავთ. ბუნებრივია, ვაპირებთ ჩვენი ქორწინების ოფიციალურად გაფორმებასაც. რაც შეეხება ქორწილს, სასწაული რამე უნდა ვთქვა და იმედია, არ ეწყინებათ იმ ადამიანებს, ვის ქორწილშიც მიმღერია, მაგრამ ქორწილები ძალიან არ მიყვარს. არ ვიცი, ფორმატი არ მომწონს თუ იმის გამო, რომ ბევრი ქორწილი შემდეგ ჩხუბით სრულდება. მირჩევნია, ვიწრო წრეში, შინაურულად აღვნიშნოთ ეს დღე” – აღნიშნავს გამოცემასთან გიორგობიანი.