რა დაინახეთ ნახატზე პირველი? – ეს ტესტი დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, რა გიშლით ხელს წარმატების მიღწევაში

წარმატება თითოეული ადამიანის შემთხვევაში ინდივიდუალურად აღიქმება და სხვადასხვანაირი შედეგი აქვს. თუმცა, ბევრი სულაც ვერ იღებს იმ შედეგს, რომელიც მთელი გულით უნდოდა და იმედგაცრუებას გრძნობს. ეს მარტივი ტესტი დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ რა გიშლით ხელს წარმატების მიღწევასა და თქვენი სურვილების რეალიზებაში.

წესები ძალიან მარტივია, შეხედეთ სურათს, განსაზღვრეთ, რას დაინახავთ პირველს, შემდეგ კი განმარტება წაიკითხეთ:
სახე
თქვენი პრობლემა ის არის, რომ, როგორც წესი, მხოლოდ იმაზე ფიქრობთ, რაც ახლა, კონკრეტულ მომენტში, გაწუხებთ. რა თქმა უნდა, პრობლემაზე კონცენტრირება მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო დიდ და გრძელვადიან პერსპექტივაში იფიქრეთ. ჰორიზონტის გაფართოება არ გსურთ და ეს წარმატებაში ხელს გიშლით.
თვალები
ხშირად საკუთარ გრძნობებს, ინტუიციას, ემოციებს ეყრდნობით. მაგრამ, გახსოვდეთ, რომ განვითარებული ინტუიციითაც კი ადამიანებს წარუმატებლობები მაინც აქვთ. ეს ყველაფერი ლოგიკითა და რაციონალური აზროვნებით დააბალანსეთ და იმპულსურ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. ასეთ შემთხვევაში, წარმატებას ნამდვილად მიაღწევთ.
ხე
მოგწონთ, რასაც აკეთებთ. შეგიძლიათ, მხოლოდ ერთ რამეზე გაამახვილოთ ყურადღება, ხოლო სხვა მნიშვნელოვანი საკითხები საერთოდ დაივიწყოთ და გვერდზე გადადოთ. ეცადეთ, თქვენი აქტივობები ისე მოაწყოთ, რომ წარმატების გზაზე სხვადასხვა ასპექტები მოიცვათ და ერთი საქმის ხარჯზე, სხვა მნიშვნელოვანი საკითხები საერთოდ არ დაივიწყოთ.
ბუდე
კონსერვატიული ადამიანი ხართ და ეს პროგრესის მიღებაში ხელს გიშლით. ზოგიერთ ამოცანასა და დაბრკოლებას უფრო სწრაფად და წარმატებულად გაართმევთ თავს, თუ თქვენს ცხოვრებაში ახალ იდეებსაც შემოუშვებთ და მხოლოდ უკვე ბევრჯერ ნაცადი გზით არ ივლით. ნუ შეგეშინდებათ ცვლილებებისა და ახალი მეთოდების. გახსოვდეთ, რომ ეს ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და სხვანაირად კარგი შედეგი არ მიიღწევა.
ჩიტი
დამოუკიდებლობა და თავისუფლება გიყვართ და ეს კარგი თვისებაა. თუმცა, როგორც კი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე რაღაც პრობლემები, ბარიერები და შეზღუდვები გექმნებათ, ძალას კარგავთ, დანებების სურვილი გიჩნდებათ. ბოლომდე არ მიგაქვთ ის საქმე, რაც დაიწყეთ და ეს წარმატებაში ხელს გიშლით. ეცადეთ, დაბრკოლებებს უფრო შემართებით შეხვდეთ და პატარა პრობლემის შემთხვევაში, ხელს ნუ ჩაიქნევთ.
მგელი
თუ გინდათ საქმეები კარგად გაკეთდეს, მაშინ თავად უნდა გააკეთოთ – ეს პრინციპი თქვენი ცხოვრების მთავარი მიმართულებაა. პასუხისმგებლობების გადანაწილება არ გიყვართ და ყველაფერს მარტო აკეთებთ. დახმარების მიღება ისწავლეთ და გახსოვდეთ, ეს სისუსტის ნიშანი სულაც არ არის.

წყარო : Mshoblebi.ge