ტვ „იმედი“ განცხადებას ავრცელებს მის წამყვანთან, დუტა სხირტლაძესთან დაკავშირებით.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მსახიობი ტელეკომპანიაში 10 დეკემბრიდან აღარ მუშაობს არხის გადაწყვეტილებით.
„არხის დირექციის გადაწყვეტილებით, 10 დეკემბრიდან დუტა სხირტლაძე „ტელეიმედში“ აღარ მყშაობს…“
უკვე მეორე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსახიობმა ტელეკომპანია დატოვა. დუტა სხირტლაძემ გუშინ გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს კრიტიკულად გამოეხმაურა.