რა ღირს Chanel-ის გამჭვირვალე ჩექმა, რომელიც გიული ალასანიას მიხეილ სააკაშვილთან ციხეში ვიზიტისას ეცვა?

შვილ­თან ცი­ხე­ში ვი­ზი­ტის დროს მას ეცვა თეთ­რი სა­მო­სი – თეთ­რი ქურ­თუ­კი, ასე­ვე თეთ­რი კაბა და რაც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გან­ხილ­ვის მთა­ვარ თე­მად იქცა, წვი­მი­ა­ნი ამინ­დის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი გამჭვირ­ვა­ლე ჩექ­მა.

ფეხ­საც­მე­ლი, რო­მე­ლიც ექ­სპრე­ზი­დენ­ტის დე­დას ეცვა ჩჰანელ-ის 2018 წლის გა­ზა­ფხუ­ლის კო­ლექ­ცი­ი­და­ნაა, რო­მე­ლიც 2017 წელს წა­რად­გი­ნეს.

აღ­ნიშ­ნულ კო­ლექ­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას ბრენდმა აქ­ცენ­ტი წვი­მა­ში ჩა­საც­მელ სა­მოს­ზე გა­ა­კე­თა. ჩვე­ნე­ბის მთა­ვა­რი შტრი­ხე­ბი საწ­ვი­მა­რი ლა­ბა­დე­ბი და წვი­მა­ში ჩა­საც­მე­ლი ფეხ­საც­მე­ლე­ბი იყო.

შო­უ­ზეც სწო­რედ გამჭვირ­ვა­ლე ფეხ­საც­მელ­მა მი­ი­პყრო მო­დის კრი­ტი­კო­სე­ბის მთა­ვა­რი ყუ­რა­დღე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს ფეხ­საც­მე­ლი ბრენ­დის ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე უკვე აღა­რაა ხელ­მი­საწ­ვდო­მი და მთლი­ა­ნად გა­ყი­დუ­ლია.

თუმ­ცა მსურ­ველს მისი შე­ძე­ნა ონ­ლა­ინ მა­ღა­ზია farfetch.com-ზე შე­უძ­ლია, თუმ­ცა არა ახ­ლის, არა­მედ მე­ო­რა­დის. ფასი კი 1385 დო­ლა­რია.