რა კომენტარს აკეთებს დუტა სხირტლაძის მეუღლე დუტას მიერ ტელეკომპანია იმედის დატოვებაზე ?

მსახიობმა და ცნობილმა ტელეწამყვანმა, დუტა სხირტლაძემ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა.

აღნიშნული ინფორმაცია დუტა სხირტლაძის მეუღლემ, მარინა ნაცვლიშვილმა Ambebi.ge-ს დაუდასტურა.

„დიახ, გი­დას­ტუ­რებთ, ნამ­დვი­ლად და­ტო­ვა ტე­ლე­კომ­პა­ნია იმე­დი“ – უთხრა მარინა ნაცვლიშვილმა Ambebi.ge-ს.

ცნობისათვის, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამდე, დუტა სხირტლაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატუსი, რომლითაც ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და ახალგაზრდებს მხარდაჭერა გამოუცხადა.