“რამდენიმე წელია, ჩემს მშობლებს აქვთ ალცჰაიმერი… ჩემთვის მიუღებელია მათი მოხუცთა პანსიონატში გაგზავნა… არაფერ გასაოცარს არ ვაკეთებ, მშობლების გულისთვის ყველაფერი უნდა გადავდოთ გვერდზე…” – თაკო აბაშიძე

გადაცემა “სიცრუის დეტექტორში” სტუმრობისას მსახიობმა თაკო აბაშიძემ ალცჰაიმერით დაავადებულ მშობლებზე ისაუბრა:

“რამდენიმე წელია, ჩემს მშობლებს აქვთ ალცჰაიმერი. ერთდროულად დაემართა ორივეს. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ერთმანეთს გადასდეს ღრმა ფარული დეპრესია და სავარაუდოდ ნელ-ნელა წამოვიდა ალცჰაიმერი… ძალიან მძიმეა, მაგრამ სულ ვამბობ, კარგია, რომ ისინი იმ სახლში კიდევ მხვდებიან… არაფერ გასაოცარს არ ვაკეთებ, მშობლების გულისთვის ყველაფერი უნდა გადავდოთ გვერდზე… ჩემს ვალდებულებას ვასრულებ, არაფერს განსაკუთრებულს. სიამოვნებით გავაკეთებდი მეტს, უბრალოდ ფიზიკურად მეტი არ შემიძლია… არც იხუმროთ ამ დაავადებაზე, ურთულესია! ნუ ეჩხუბებით ნურავის მათი გადაწყვეტილებების გამო, იმიტომ რომ არ იცით ამ დროს რა ხდება.”