რას წერენ იტალიელი ქომაგები კვარაცხელიას საქციელის შესახებ – ნახეთ კომენტარები

ხვიჩა კვარაცხელიას გაბრაზებას და მის მოედნიდან ნაადრევად გაყვანას იტალიელი ქომაგები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან.

გთავაზობთ კომენტარების თარგმანს, რომელიც პოპულარულ სპორტულ გვერდზე CalcioNapoli.it იწერება.

“ძვირფასო კვარა, შენ მაისურს პატივის უნდა სცე როგორც მოედანზე, ისევე მოედანს მიღმა.”

“კვარა არ ინერვიულო, შენ ჩვენი ხარ”

“მისი წყენა ცხადია, მალე შეცვალა”

“გაიქეცი ნაპოლიდან სანამ შეგიძლია”

“რა გიკვირთ ? ასეთი დონის ფეხბურთელია და ასეთ გუნდთან გაიყვანა”

“კვარა გვიყვარხარ, მალე მიხვდება მწვრთნელი რამხელა ძალა ხარ”

“სევდიანი და იმედგაცრუებულია ? გუნდის ფსიქოლოგები რას აკეთებენ ? უნდა დაელაპარაკონ და აუხსნან რომ ასეთები ხშირად ხდება”