რატომ ატირდა ანი ბებია ? – ნახეთ რას წერს და რა ვიდეოს აქვეყნებს მსახიობი

„ამ ვიდეოს მხოლოდ იმიტომ ვდებ რომ იქნებ თქვენც ეძებთ ბავშვობის მეგობარს, მოძებნეთ და იგრძენით ის ბედნიერება რასაც მე განვიცდი ახლა.,,“ წერს მსახიობი ანი ბებია და გვიზიარებს ვიდეოს, სადაც აცრემლიანებული ჰყვება თავისი ბავშვობის მეგობრის ამბავს:

„ვიპოვე ბავშვობის მეგობარი, რომელსაც ძალიან დიდი ხანი ვეძებდი. ის პერიოდულად მახსენდებოდა ხოლმე. ბოლო პერიოდი, ძალიან აქტიურად მახსენდებოდა ერთად გატარებული დრო და ის სითბო და სიყვარული, რაც მქონდა მის მიმართ. ქიმია, რაც ჩვენ შორის იყო. ჩემი მეზობელი იყო. გვარი არ მახსოვდა და მაგიტომ ვერ ვპოულობდი. ერთადერთი, რაც მახსოვდა, ის იყო, რომ ერთ-ერთი ცნობილი ადამიანის ცოლი იყო რაღაც პერიოდი. მერე დაშორდნენ. მარტო ეს ვიცოდი… ამ ბიჭის ფეისბუქზე ვცდილობდი მოძებნას, მას მერე ამ ბიჭს კიდევ ორი ცოლი ჰყავდა და ვერ მივაგენი ვერაფრით. ახლა დედაჩემმა მომწერა მისი გვარი და ამ ბიჭის მეგობრებში ვიპოვე. ისეთი ლამაზია, ისეთი ლამაზი… რომ ვნახე ფოტოები და ვიდეოები, ამიტყდა ისტერიული ტირილი ბედნიერებისგან… ძალიან მიხარია, თითქოს ბავშვობაში დავბრუნდი… ახლა მივწერე, ჯერ არ დავუსინივარ… 20 წელი გავიდა ჩვენი ბავშვობის მერე…“