ბუდუს ყველაზე დიდი გულშემატკივრები, მთელ საქართველოსთან ერთად, მისი ოჯახის წევრები არიან. მამა, კახა ზივზივაძე სოციალურ ქსელშიც ხშირად წერს შვილის წარმატების შესახებ, 2018 წელს კი ისიც დაწერა, თუ რატომ დაარქვეს შვილს ბუდუ:
“1994 წლის 10 მარტია. მის დაბადებას ველოდებით, მაგრამ ისეთი დროა, ვაზი სამუშაოებს მოითხოვს. სოფელში ვარ, გამალებულ სამუშაოებს ვასრულებ. მიშიკო ავალიანი და დათო გეგეშიძე გამოჩნდნენ. გულმა მიგრძნო და ისმის მიშიკოს ხმა – ბიჭია, ბიჭიიი! პირველი რაც გავიფიქრე, მამაჩემის სახელი და ადამიანობა გაგრძელდა. ბაბუასავით თავაწეული დააბიჯებს ამ ქვეყანაზე. წარმატებები შენს მომავალს!“ – წერდა კახა ზივზივაძე.