“რატომ ცხოვრობ “პადვალში” გლდანში, როცა შეგიძლია არაჩვეულებრივ ჰაერზე არაჩვეულებრივი პროდუქცია მოიყვანო?!”-თემურ ჭყონია

ბიზნესმენ თემურ ჭყონიას აზრით, საქართველოს რეგიონებში განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს, რომელიც ამ დრომდე აუთვისებელია.

“იცით, რომ კორონავირუსის დროს “კოკა-კოლას” რეალიზაცია საქართველოს რეგიონებში 25%-ით გაიზარდა?! თბილისში კი შემცირდა 3%-ით. რა მოხდა?! უამრავი ადამიანი წავიდა სოფელში, გაერიდა ქალაქს. აღმოჩნდა, რომ რეგიონებში ადამიანების პოტენციალის გამოყენების უფრო დიდი შანსია, ვიდრე – ქალაქში. სტატისტიკა აჩვენებს, ჩემი მოგონილი არ არის…

რატომ მოდის ეს ხალხი აქ? შეეკითხოს ვინმემ რა…რატომ მიდიხარ თბილისში? რატომ ცხოვრობ “პადვალში” გლდანში, როცა შეგიძლია არაჩვეულებრივ ჰაერზე არაჩვეულებრივი პროდუქცია მოიყვანო. იცით რას გეტყვიან? – რა ვუყოთ ამ პროდუქციას? აი, ამაზე უნდა გასცეს პასუხი ვინმემ. შენ მოიყვანე, მე მოვუვლი. არსად მსოფლიოში არ ხდება ასე, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციას ერთი პირი აწარმოებდეს და მერე ისევ ის ყიდდეს. არ შეიძლება გლეხმა მთელი დღე თოხს უბრახუნოს, საღამოს მოკრიფოს და წაიღოს ბაზარში. ნონსენსია რა”, – ამბობს ბიზნესმენი.

წყარო