რაც ეს მეთოდები მასწავლეს, ტაფებს წამებში ვაპრიალებ – სცადეთ თქვენც!

ალბათ, ყველასათვის უსიამოვნო მომენტია საყვარელჭურჭლზე ლაქებისა და ჟანგის გაჩენა, მაგრამ საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე გამოსავალი.

გავწმინდოთ ტაფა კეტჩუპით

თუ ტაფის ზედაპირზე ჟანგის მძიმე სქელ ფენას ხედავთ, მოაცილეთლითონის საფხეკით. თუმცა, ფრთხილად იყავით, რომ არ დააზიანოთ თავად ჭურჭლის ზედაპირი. შემდეგი, ჩამობანეთ ტაფა თბილი წყლით.

ღრუბლით წაუსვით კეტჩუპის სქელი ფენა. დატოვეთ სოუსი ზედაპირზე, 10-15 წუთის განმავლობაში. შემდეგ, ტაფაზე კარგადგაწურეთ კეტჩუპი, ცოტა ხნის შემდეგ კეტჩუპი ფერს შეიცვლის და უფრო მუქი გახდება.

ჩამორეცხეთ სოუსი გამდინარე, თბილი წყლით, თუ პროცედურამ პირველად არ გაამართლა, გაიმეორეთ.

ლაქების მოშორება თუჯის ტაფაზე

ტაფიდან ჟანგის მოცილება შეგიძლიათ არა მხოლოდ კეტჩუპის დახმარებით, ამ შემთხვევაში, გამოგადგებათნებისმიერი გაზიანი სასმელი.მთავარია, რომ შეიცავდესორთოფოსფორის მჟავას (მჟავიანობის რეგულატორი E338). ჩაასხით სასმელი წინასწარ გაწმენდილ ტაფაში და გააჩერეთ დაახლოებით 30 წუთით. შემდეგ გარეცხეთ ღრუბლით.

ტაფის გაწმენდის შემდეგ, ჭურჭელი აუცილებლად უნდა დამუშავდეს ზეთით. ამისათვის წაუსვითმცირე რაოდენობა ქსოვილს და შეაზილეთ ტაფას, ორივე მხარეს.ყოველი გახეხვის შემდეგ ტაფა შედგით ღუმელში. 250 გრადუსზე, ერთი საათით.

გაწმენდილი თუჯის ქვაბის ზეთით დამუშავება ტაფის ზედაპირსპირვანდელ იერს აღადგენს. გახსოვდეთ, რომ ცხელი ტაფის მკვეთრი გაგრილებაარ შეიძლება, მითუმეტეს, ცივი წყლის დასხმა.

თუჯის ნაწარმის სწორი მოვლა მათი გრძელვადიანი მოხმარების გარანტიაა!

წყარო : Gemrielia.ge