როდის დაიწყება სწავლა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში – ნახეთ თარიღები

 გთავაზობთ თარიღებს, თუ როდის დაიწყება 2024-2025 სასწავლო წელი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა 23 სექტემბერს დაიწყება.
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წელი 23 სექტემბერს დაიწყება.
  • თბილისი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შემოდგომის სემესტრი ასევე 23 სექტემბერს დაიწყება.
  • საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წელი 16 სექტემბრიდან იწყება.
  • სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა 16 სექტემბერს დაიწყება.
  • კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში შემოდგომის სემესტრის სააუდიტორიო მეცადინეობები 9 სექტემბრიდან დაიწყება.
  • სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტში სწავლა 16 სექტემბერს დაიწყება.
  • საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ) შემოდგომის სემესტრი 30 სექტემბერს დაიწყება.
  • საქართველოს უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წელი 16 სექტემბერს დაიწყება.
  • კავკასიის უნივერსიტეტში პირველკურსელები სწავლას 9 სექტემბრიდან დაიწყებენ, მეორე, მესამე და მეოთხე კურსელები კი – 2 სექტემბრიდან.
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელებისათვის 2024-2025 სასწავლო წელი 9 სექტემბრიდან იწყება, მეორე, მესამე და მეოთხე კურსელებისათვის კი – 2 სექტემბრიდან.
  • თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლა 9 სექტემბერს იწყება, აგრარულ უნივერსიტეტში კი -16 სექტემბერს.
  • ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში შემოდგომის სემესტრი 16 სექტემბრიდან იწყება.
  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა 16 სექტემბრიდან დაიწყება.
  • წმ.ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში შემოდგომის სემესტრი 23 სექტემბერს დაიწყება.
  • აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სწავლა 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყება.
  • ალტე უნივერსიტეტში შემოდგომის სემესტრი 23 სექტემბრიდან დაიწყება.
  • ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წელი 23 სექტემბრიდან დაიწყება.
  • საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში შემოდგომის სემესტრი 16 სექტემბერს დაიწყება.

წყარო : Mshoblebi.ge