დღეიდან, 25 ნოემბრიდან ამინდი მკვეთრად უარესდება – საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი. მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ტემპერატურა დაიკლებს და ღამით ყინვაა მოსალოდნელი.
„26-28 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.
დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. (საფრთხის დონე საშუალო).
თბილისში 26 ნოემბერს დღის განმავლობაში ჰაერი 10 გრადუსამდე გათბება, ღამე კი 4 გრადუსამდე დაიკლებს. 27-ში დღე 8, ღამით კი 3 გრადუსი იქნება, 29 -ში ღამით ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაეცემა, დღე კი 9 გრადუსი იქნება.“ – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.