როგორი ამინდია მოსალოდნელი ჩვენს ქვეყანაში უახლოეს დღეებში – კობა ფარტენაძე პოსტს აქვეყნებს

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“სასიამოვნო ამბავი თქვენთვის… ამინდის უახლესი განახლებები…
ხვალ საქართველოში დასრულდება უამინდობა, რომელმაც თავის მხრივ შექმნა სტიქიური პროცესები, რასაც სამწუხაროდ მოჰყვა მსხვერპლი, ვიმედოვნებ მომავალი ამინდის გაფრთხილების დროს უფრო ფრთხილად იქნებით და პროგნოზს გაითვალისწინებთ!
8 თებერვლიდან – ჩვენს ქვეყანაში ამინდი უფრო გაზაფხულს დაემსგავსება, ვიდრე ზამთარს, ამ ვითარების შექმნას თავისი ფესვები აქვს აფრიკული წარმოშობის მძლავრი ანტიციკლონის გავლენა, რომელსაც ევროპაში სასიამოვნოდ უწოდებენ ZEUS-ს , (ზევსი), რომლის გავლენაც საქართველოზე საგრძნობი იქნება, ამ ამინდის ფენომენის შედეგები ის არის, რომ ჩვენ შევძლებთ ზამთრის დავიწყებას გარკვეული ხნით.
შესაბამისად 8 თებერვლიდან საქართველოში დაიწყება ამინდის თბილი ფაზა გრძელვადიანი პერსპექტივით.
დასავლეთ საქართველოში – კვირის ბოლოს ტემპერატურა + 20 გრადუსს მიაღწევს, აღმოსავლეთში კი +15 გრადუსამდე დათბება.
გისურვებთ დიდებულ დღეებს.
მეტეოროლოგი – კობა ფარტენაძე.”