მოსკოვში, “კროკუს სითი ჰოლზე” განხორციელებულ თავდასხმას 42 წლის მოდელი ეკატერინა ნოვოსელოვა ემსხვერპლა. ქალის სახელი მეხუთე ადგილზეა გარდაცვლილთა გამოქვეყნებულ სიაში. ეკატერინას ქმარი და ორი შვილი, ვაჟი და ქალიშვილი დარჩა…
ხაბაროვსკის მკვიდრი, 42 წლის ეკატერინა ნოვოსელოვა კროკუსის ცენტრში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაიღუპა. მოდელმა 2001 წელს გაიმარჯვა სილამაზის კონკურსში “მის ტვერი”, რამდენიმე წლის წინ კი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა.
ქალი როკ ჯგუფ “პიკნიკის” ფანი იყო და ცენტრში მათ კონცერტზე მივიდა.
ბოლო ინფორმაციით, ტერაქტის დროს ამ დროისთვის გარდაცვლილია 115 ადამიანი, მაგრამ მათი რიცხვი სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება, რადგან მაშველები აგრძელებენ ხანძრის შემდეგ ჩამონგრეული საკონცერტო დარბაზის ნანგრევების გაწმენდას, რომლის ქვეშ შესაძლოა სხვა დაზარალებულები იყვნენ დამარხული.
წყარო : Ambebi.ge