“რუსეთში ერთ-ერთ ლამაზ ქალბატონად იყო მიჩნეული” – ვინ არის ცნობილი მოდელი, რომელიც მოსკოვში ტერაქტს ემსვერპლა

მოს­კოვ­ში, “კრო­კუს სითი ჰოლ­ზე” გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმას 42 წლის მო­დე­ლი ეკა­ტე­რი­ნა ნო­ვო­სე­ლო­ვა ემსხვერ­პლა. ქა­ლის სა­ხე­ლი მე­ხუ­თე ად­გილ­ზეა გარ­დაც­ვლილ­თა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სი­ა­ში. ეკა­ტე­რი­ნას ქმა­რი და ორი შვი­ლი, ვაჟი და ქა­ლიშ­ვი­ლი დარ­ჩა…

ხა­ბა­როვ­სკის მკვიდ­რი, 42 წლის ეკა­ტე­რი­ნა ნო­ვო­სე­ლო­ვა კრო­კუ­სის ცენ­ტრში მომ­ხდა­რი ტე­რაქ­ტის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა. მო­დელ­მა 2001 წელს გა­ი­მარ­ჯვა სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სში “მის ტვე­რი”, რამ­დე­ნი­მე წლის წინ კი სა­ცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და.
ქალი როკ ჯგუფ “პიკ­ნი­კის” ფანი იყო და ცენ­ტრში მათ კონ­ცერ­ტზე მი­ვი­და.

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­რაქ­ტის დროს ამ დრო­ის­თვის გარ­დაც­ვლი­ლია 115 ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ მათი რი­ცხვი სავარაუდოდ კი­დევ გა­იზ­რდე­ბა, რად­გან მაშ­ვე­ლე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ ხან­ძრის შემ­დეგ ჩა­მონ­გრე­უ­ლი სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზის ნან­გრე­ვე­ბის გაწ­მენ­დას, რომ­ლის ქვეშ შე­საძ­ლოა სხვა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ და­მარ­ხუ­ლი.

წყარო : Ambebi.ge