“სადა ბანაობ? შვილო! შე ვირიშვილო” – ზურა ყიფშიძე შვილიშვილს საჯაროდ უპირისპირდება

ნატალია ყიფშიძის მიერ “ტელეკომპანია პირველის” პირდაპირ ეთერში გამოთქმულ აზრს ზურა ყიფშიძე საჯაროდ უპირისპირდება.

“ვაი მე ! სადა ბანაობ ? შვილო ! შე ვირიშვილო , ვინ კამათობს იმაზე, რასაც ამბობ? ცოტა, გაერკვიეთ ? გაახილეთ თვალები და დაცქვიტეთ ყურუშკები !? შენ, ჩვენი თაობის, მუსიკის მოყვარული !? საოცარია ? ასე, ვინ დაგაბოლათ ? ნაღვლიანად ვარ ! სამწუხაროა !?” – წერს ნატალია ყიფშიძის ბაბუა, ზურა ყიფშიძე.

“მეც ნაღვლიანად ვარ ბა. მოგეწერა ან დაგერეკა ასე თუ შეგტკივა გული. მეც არ გეთანხმები მაგრამ არ მოგმართავ განსაკუთრებით სახალხოდ. სამწუხაროა ნამდვილად” – პასუხობს ნატალია ყიფშიძე.