“საკუთარმა მამიდაშვილმა და ბებიამ მიმატოვეს… ორი წლის მანძილზე არცერთს მოვუკითხივარ” – ნოე სულაბერიძისა და ციცინო შურღაიას სიურპრიზი წლების წინ ავარიით დაშავებულ მარიამ ტატანაშვილს

გადაცემაში „ნოესთან“ სტუმრად ყველასათვის ცნობილი მარიამ ტატანაშვილი იმყოფებოდა. მარიამმა იმ რთული გზის შესახებ ისაუბრა, რომელიც ავარიის შემდეგ გაიარა.

ნოე სულაბერიძემ გადაცემის სტუმარს სიურპრიზი გაუკეთა. პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაია და ექიმები მარიამს სხვადასხვა სახის ოპერაციას უსასყიდლოდ გაუკეთებენ.