„სამედიცინო სფერომ დაკარგა ღირსეული ექიმი…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

„98 წლის ასაკში გარდაიცვალა სენაკის საპატიო მოქალაქე, ჩვენი ქალაქის კოლორიტი, ღვაწლმოსილი ექიმი, გიორგი (გოგი) კალანდარიშვილი.
სამედიცინო სფერომ დაკარგა ღირსეული ექიმი, ქალაქმა – გულისხმიერებით და კეთილშობილებით გამორჩეული კაცი.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბატონი გიორგი (გოგი) კალანდარიშვილის გარდაცვალების გამო.
ამ დიდ დანაკლისს, ვუსამძიმრებ სენაკს, ოჯახს და ბატონი გოგის კოლეგებს“,- ნათქვამია განცხადებაში.