ია ფარულავა სოციალურ ქსელში პოსტს აზიარებს და წერს.
“სასწაული ციცინო🌺🌺🌝🙏🩷გეუბნებით რომ გენიოსია ეს ქალი და აჰა დარწმუნდით💖🩷🙏🙏”
“ქალბატონი ციცინო შურღაიას სასწაული.
პოსტს ვწერ მამას თხოვნით, რადგან მას უნდა, რომ ყველა მის მდგომარეობაში მყოფ ადამიანს მიაწვდინოს ინფორმაცია, გაუჩინოს მოტივაცია და იმედი. გადმოგცემთ ასევე მამას თხოვნას რომ გააზიაროთ ეს პოსტი.
მამას, სერგო ნიკოლეიშვილს, 8 წლის წინ აღმოაჩნდა თავში სიმსიმნე. ამის შესახებ გავიგეთ მაშინ როცა უკვე სახის ნერვი იყო დაზიანებული. მართალია სიმსიმნე დაამარცხა, მაგრამ მამას სახის 50% ჰქონდა პარალიზებული. მდგომარეობა იყო საკმაოდ კრიტიკული, მამას 8 წელია ცალი თვალი არ დაუხუჭავს, პარალიზებული ნაწილი საუბარში უშლიდა ხელს, არ შეეძლო მაგალითად სანთლის ჩაქრობა და ა. შ. რომელი ერთი ჩამოვთვალო.
კი, ქალბატონი ციცინო ნამდვილად არის ვირტუოზი პლასტიკუტი ქირურგი. მამას ფეხიდან გადაუნერგა ნერვი და სახის ფუნქცია სრულად აღუდგინა. ენით აღუწერელია ის სიხარული როცა მამამ 8 წლის შემდეგ პირველად დახუჭა თვალი და გაღიმება შეძლო. ამ ემოციის შედარება მხოლოდ შეიძლება იმასთან, როცა ბავშვი ფეხს აიდგავს და პირველი ნაბიჯების გადადგმას შეძლებს. დანარჩენს ფოტოებით და ვიდეოებით თქვენ თვითონ ნახავთ. ოპერაციიდან გასულია მხოლოდ სამი კვირა.
მამა უდიდეს მადლობას უხდის ქალბატონ ციცინოს, რომელსაც მრავალსაათიანი ოპერაციის გაკეთებისას დაათენდა. პოსტს კი წერს ქალბატონი ციცინოსადმი საუკუნოდ მადლიერი ბატონი სერგოს შვილი. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ისეთ სიხარულს როგორშიც ჩვენ ვართ.” – წერა პოსტში
ნახეთ ფოტო.