წლებთან ერთად, ჩვენს ტვინს ვარჯიში და გააქტიურება სჭირდება, რომ ინტელექტუალური შესაძლებლობები დიდი ხნის განმავლობაში შევინარჩუნოთ. ასაკთან ერთად კი ზოგიერთ ადამიანს დემენციის პრობლემა ექმნება, რაც განსაკუთრებით საყურადღებოა.
დემენცია არის სინდრომი, რომელსაც ინტელექტის შეძენილი, ხშირად პროგრესირებადი დაქვეითება ახასიათებს, რაც თავის ტვინის ორგანული დაზიანებითაა გამოწვეული და პაციენტის სოციალური ადაპტაციის დარღვევას იწვევს.
ამ დაავადებისგან თავდასაცავად, ექსპერტები გვირჩევენ, რაც შეიძლება ხშირად ბევრი ტესტი, ლოგიკური თავსატეხი და მათემატიკური ამოცანა ამოვხსნათ, რომ გონება გააქტიურდეს.
დღეს საინტერესო ტესტს გთავაზობთ, რომლის მთავარი პირობა არის ის, რომ 40 წამში 8 სახე იპოვოთ. თუ ამ თავსატეხს სწრაფად გაუმკლავდებით, გვარწმუნებენ, რომ დემენცია არ გვემუქრება:
შესაძლოა, ზოგიერთმა თქვენგანმა აქ გაცილებით ნაკლები, ან კიდევ მეტი სახე იპოვოს. ამიტომაც, შედეგები გაგვიზიარეთ კომენტარებში.
წყარო: mshoblebi.ge