“შეგნებულად არ ვთქვი უარი, რომ 14 დეკემბერს მემღერა მანჰეტენზე, ეი­ფო­რი­ა­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებს, ვინც ბინ­ძურ პირს ის­ვე­ლებთ ჩემ ხსე­ნე­ბა­ზე, რომ ნაცი ვარ, მინ­და შე­მო­გით­ვა­ლოთ…” – რას წერს ნინო ბაშარული ?

14 დე­კემ­ბერს, აშშ-ში ნინო ბა­შა­რულ­მა კონ­ცერ­ტი გა­მარ­თა. მომ­ღე­რა­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ ამის გამო, ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლი გახ­და.

– 14 დე­კემ­ბერს, მა­ნ­ჰე­ტენ­ზე, მერ­კინ ჰოლ­ში, ერთი წლით ადრე და­გეგ­მილ კონ­ცერ­ტზე ვიმ­ღე­რე. შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვთქვი უარი პირ­ველ რიგ­ში იმი­ტომ, რომ 6 წლის უნა­ხა­ვი დედა მე­ნა­ხა!

მე­ო­რე ის, რომ არა­სო­დეს გა­ვა­კე­თებ იმას, რა­საც მი­მი­თი­თებს ვინ­მე! მით უფრო სი­ძულ­ვი­ლით! მე­სა­მე მი­ზე­ზი, იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ სიმ­ღე­რას­თან ერ­თად მერ­კინ ჰო­ლის ლე­გენ­და­რუ­ლი სცე­ნა ტრი­ბუ­ნა­დაც გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა, ხე­ლი­დან არ გა­ვუშ­ვებ­დი კლა­ვი­ა­ტუ­რის რწყი­ლე­ბის გამო!

კი­დევ ერთხელ ვცი­ტი­რებ რაც იქ ვთქვი, ჯა­მა­ათ­ნო! “მე ყო­ველ­თვის შვი­ლე­ბის მხა­რეს ვიდ­გე­ბი, იმ ახალ­გაზ­რდე­ბის, რომ­ლე­ბიც დგა­ნან რუს­თა­ვე­ლის პროს­პექ­ტზე! მათ სურთ ისე­თი სა­ხელ­მწი­ფო, სა­დაც მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა არის ადა­მი­ა­ნი… ქარ­თვე­ლი ერი ყვე­ლა­ზე მე­ო­მა­რი ერია, რო­მე­ლიც უამ­რა­ვი მტრით გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი მო­ვი­და აქამ­დე თა­ვი­სი დამ­წერ­ლო­ბით, ენით, სარ­წმუ­ნო­ე­ბით, ტრა­დი­ცი­ე­ბით და ეს მოს­ვლა ერ­თო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა!

კმა­რა აგ­რე­სია და სი­ძულ­ვი­ლი! გა­ერ­თი­ა­ნე­ბის დროა! დღეს ახალ­გაზ­რდე­ბი დგა­ნან ქვეყ­ნის მხა­რეს, სამ­შობ­ლოს მხა­რეს და ყვე­ლა­ფერ­ში გვჯობ­ნი­ან! …” ხოლო, ის რაც არ ვთქვი დრო­ის არ­ქო­ნის გამო ახლა და­ვა­მა­ტებ! ეს ახალ­გაზ­რდო­ბა აკე­თებს იმას, რაც სურ­და რუს­თა­ველს, ილი­ას და ვა­ჟას! ისი­ნი კი, ვინც ცდი­ლობთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის უა­რე­სად გახ­ლე­ჩას ნა­წი­ლე­ბად, ყვე­ლა კა­ხა­ბერ ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლე­ბი ხართ! და თქვე­ნი არას­წო­რი კარ­გიც!!!

ეი­ფო­რი­ა­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებს, ვინც ბინ­ძურ პირს ის­ვე­ლებთ ჩემ ხსე­ნე­ბა­ზე, რომ ნაცი ვარ, მინ­და შე­მო­გით­ვა­ლოთ კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბი ამ ბარ­ბა­რო­ბა დღე­საო . მა­რად ჩემ­ზე გე­სა­უბ­როთ და მა­რად თქვე­ნი სიზ­მრე­ბის მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი! ჩემი კონ­ცერ­ტის ირ­გვლივ ჩა­საფ­რე­ბა და წი­წი­ნი გულ­თან ერთი წა­მი­თაც არ მი­მი­ტა­ნია ახ­ლოს, იცით რა­ტომ?რად­გან დიდი ხანი ვი­სი­ა­მოვ­ნე ჩრდილ­ში ყოფ­ნით, მაგ­რამ ახლა ასე სწრა­ფად და ერ­თბა­შად თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მოქ­ცე­ვა ღვთის წყა­ლო­ბა­სა­ვით გად­მო­მეფრქვა, მივ­ხვდი დროა.

გახ­სოვ­დეთ!!! ეს არის გო­ნი­ე­რი ახალ­გაზ­რდე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბრძო­ლა თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, სა­დაც სი­მარ­თლის­თვის არ და­ი­ჭე­რენ! არ სცე­მენ! არ მოკ­ლა­ვენ! და თუ ასე­თი ქვეყ­ნის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის ქვებს მეს­ვრი­ან, მზად ვარ ეს შე­სა­წი­რი გა­ვი­ღო! ში­შის ნა­ტა­მალს არ ვგრძნობ, რად­გან ეს არის ბრძო­ლა უკე­თე­სი სამ­ყა­როს­თვის! ახალ­გაზ­რდე­ბი არა­სო­დეს ტყუ­იან!! და ბო­ლოს! მად­ლო­ბა ახალ­გაზ­რდებს, მად­ლო­ბა ჩემს შვი­ლებს, რომ­ლე­ბიც დღეს არა მხო­ლოდ ჩვე­ნი დე­და­ქა­ლა­ქის, არა­მედ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მშვე­ნე­ბაა!