გერმანული მედიის ინფორმაციით, ბუდუ ზივზივაძე გუნდის ვარჯიშზე დაშავდა.
როგორც ცნობილია, ქართველი ფოვარდი მეკარეს შეეჯახა და დაზიანება მიიღო.
ზივზივაძემ ამ დაზიანების გამო ვარჯიშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
ბუდუს გამოკვლევები ჩაუტარდება და ამის შემდეგ გაირკვევა რა სირთულისაა მისი ტრავმა.
შეგახსენებთ, რომ ორი ტურის შემდეგ ბუდუ ზივზივაძე 3 გოლით მეორე ბუნდესლიგას ლიდერობს.