“შერბეთის” ვარსკვლავი ინსულტის გადატანის შემდეგ სახალხოდ პირველად გამოჩნდა – მსახიობის გამოჩენამ თურქული მედია ააჭრელა

პოპულარული თურქული სერიალის “შერბეთის” ვარსკვლავი სეთარ თანრიოგენი ინსულტისა და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ საჯაროდ გამოჩნდა.

მსახიობმა “შერბეთის” მსახიობები გადასაღებ მოედანზე მოინახულა და წარმატებები უსურვა.

შეგახსენებთ, რომ ავადმყოფობის გამო სერიალში მისი ჩანაცვლება მოხდა სხვა მსახიობით.

ნახეთ ფოტო, რომელიც გადასაღები მოედნიდან ვრცელდება.

მსახიობი კარგად გამოიყურება და როგორც ჩანს ჯანმრთელობის პრობლემებიც გადალახულია.