შოკისმომგვრელი ტრაგედიის ახალი დეტალები – სად ნახეს გოგონა, რომელსაც რამდენიმე დღე მთელი საქართველო ეძებდა

ხონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხენისწყალმა ახალგაზრდა ქალის ცხედარი გამორიყა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ცხედარი დღეს საღამოს, რვა საათზე ნახეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი, სავარაუდოდ, გაუჩინარებული 27 წლის ანი პაპავაა.

მას ახლობლები ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლოს ის ქუთაისში დააფიქსირეს, საიდანაც მისი კვალი გაქრა.

გარდაცვალების ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წყარო