სსიპ მიხეილ მურვანიშვილის სახელობის სურამის N1 საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
“სიტყვები უძლურია იმ უბედურების გადმოსაცემად, რომელიც თავს დაგვატყდა… დღეს გლოვის ზარი დაირეკა ჩვენთვის … სიკვდილს რა ხელი აქვს შენთან, ჩვენო სათნო და კეთილო ანგელოზო ნინიი”, – წერია განცხადებაში.
როგორც ცნობილია გოგონა ავარიის შედეგად გარდაიცვალა.