ქართველი ბლოგერი სოფია კვინიკაძე, რომელიც სოციალურ ქსელში Depressed Georgian in South Korea სახელითაა ცნობილი, სამხრეთ კორეელ მამაკაცზე დაინიშნა.
სოფია სოციალურ ქსელში გამომწერებს საქორწილო ფოტოსესიიდან კადრებს უზიარებს. წყვილი ერთად ძალიან ბედნიერად და ლამაზად გამოიყურება.
,,ფილმის კადრს ჰგავს, უსაზღვრო ბედნიერებას გისურვებთ”…,,საოცრად კარგები ხართ, იხარეთ”…,,ჩვენი საყვარელი წყვილი”…,,ზღაპრულად ლამაზები ხართ”, – ვკითხულობთ კომენტარებში.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ხნის წინ სოფიამ მოულოდნელი ნიშნობის კადრები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ცნობილია, რომ ქორწილი 25 აგვისტოს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ სოფია სეულში ცხოვრობს და მუშაობს. ქართველი ბლოგერის რჩეული კი მისივე კოლეგაა.