სოფო ბედია: „თუ ვიღაცებს რაღაცის გამო არ მოსწონთ ჩემი ქმარი, თვითონ ჰყავდეთ უკეთესი!..“

სოფო ბედია ჟურნალ „სარკესთან“ თავისი მეუღლის, მიშა მესხის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათ ოჯახში ყოფილა პრობლემებიც, მაგრამ ეს ისე გადაუტანიათ, რომ ოჯახურ ურთიერთობებზე არავითარი გავლენა არ ჰქონია: „მთავარია, რომ ის მე მაფასებს და მე – მას“, აღნიშნავს მომღერალი.

„თუ ვიღაცებს რაღაცის გამო არ მოსწონთ ჩემი ქმარი, ჩემი ოჯახი, თვითონ ჰყავდეთ უკეთესი და თვითონ იყვნენ ჩემზე ბედნიერები, ჩემს ბედზე ნუ დარდობენ, მე ძალიან კარგად ვარ. ყოველ წელს ჩვენს ურთიერთობას მოაქვს უფრო დიდი სიყვარული, უფრო დიდი სიმყარე…“, დასძენს სოფო ბედია.

ინტერვიუს სრულ ვერსიას ვრცლად ჟურნალ „სარკის“ 7 აგვისტოს ნომერში გაეცნობით.

წყარო : ფორტუნა