თიკა ფაცაციას შვილის დიდი წარმატება – რა სასიხარულო ამბავს ავრცელებს ტელეწამყვანი

თიკა ფაცაციას უფროსმა ვაჟმა, ანდრო ანთელიძემ, ფიბა-ევროპის სამწვრთნელო პროგრამის (FECC ) სერტიფიკატი მიიღო. ანდრომ ბიძის გზა გააგრძელა და კალათბურთელია.

იგი კიდევ ერთი მწვრთნელია, რომელმაც საქართველოდან ფიბას უმაღლესი სამწვრთნელო პროგრამა – FIBA Europe Coaching Certificate (FECC) – გაიარა და სერტიფიკატი მიიღო. ახალგაზრდა მწვრთნელს ეს შესაძლებლობა საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ მისცა, რომელიც ფიბასთან აქტიურად თანამშრომლობს და ყველა ძირითად პროგრამაშია ჩართული.