“თქვენთვის რა არის სიყვარული?” – კახი კავსაძის გენიალური სიტყვები

– ბატონო კახი, თქვენთვის რა არის სიყვარული?

-სიყვარული არის, როცა ულაპარაკოდ დათმობ შენს სიცოცხლეს. ყველაზე ძვირფას რომ დათმობ – ეს არის სიყვარული.

მე შენ მიყვარხარ – იტყვიან… რა მიყვარხარ… რას ჰქვია მიყვარხარ. საქციელში და ქმედებაში უნდა იყოს ეს გამოხატული…როცა შენ ყველაზე ძვირფასს დათმობ, აი, მაშინ ამბობ თურმე – მიყვარხარ…

მე ბელას ისე ვაღმერთებდი, რომ არავისთვის მემეტებოდა, საკუთარი თავისთვისაც კი. არასოდეს მითქვამს “მე შენ მიყვარხარ“. ამის თქმა როგორ შეიძლება?! ისე ვიქცეოდი, რომ უნდა მიმხვდარიყო. მე ვიცოდი, რომ ის ჩემთვის მოკვდებოდა და მან იცოდა, რომ მე მისთვის მოვკვდებოდი.