„თუ ეს დაგამშვიდებთ, დიახ, ყველა დღე და წამი ჯოჯოხეთია, როცა ერთადერთი შვილი ხელში გაკვდება! მერვე წელია უკვე ! მაცადეთ, ნუ მმარხავთ ცოცხლად!“ – მაია ასათიანი მიმართვას ავრცელებს

მაია ასათიანი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. მაია ასათიანი მიმართავს იმ მოქალაქეებს, რომლებიც, მისი თქმით, აკრიტიკებენ.

„თუ ეს დაგამშვიდებთ, დიახ, ყველა დღე და წამი ჯოჯოხეთია, როცა ერთადერთი შვილი ხელში გაკვდება! მე უბრალოდ ბრძოლის გზა ავირჩიე, იმისთვის, რომ გადავრჩე! და არასოდეს არ დაგანახებთ, სინამდვილეში რას ვგრძნობ! ნუთუ ამის ახსნა საჭიროა? მერვე წელია უკვე! მაცადეთ ხანდახან, სხვა რამეზე გადავიტანო ყურადღება! ნუ მმარხავთ ცოცხლად!“ – წერს მაია ასათიანი „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე.

ნახეთ ფოტო.