„თუ გინდათ, შემაჩვენეთ ამის გამო, მაგრამ ადამიანებმა ქორწინებამდე ერთ ჭერქვეშ უნდა იცხოვრონ, ამის გარეშე ერთმანეთს ვერ გაიცნობენ…“ – სოფიკო ნარჩემაშვილი

ჟურნალისტი სოფიკო ნარჩემაშვილი საუბრობს იმის შესახებ, რომ ადამიანებმა ერთ ჭერქვეშ უნდა იცხოვრონ და გაიგონ ერთმანეთის დადებითი და უარყოფითი თვისებები:

„ადამიანებმა ერთ ჭერქვეშ უნდა იცხოვრონ ქორწინებამდე, გინდა შემაჩვენეთ ამის გამო და რაც გინდათ, ის გააკეთეთ. ეს არის აუცილებელი, ამის გარეშე ადამიანს ვერ გაიცნობ. ბებიაჩემიც კი ამას ამბობდა, ისეთი პროგრესული იყო.მეორე – ბედნიერი ქორწინება არის უპირველეს ყოვლისა, ერთმანეთის პატივისცემა. ზოგჯერ ცოლ-ქმარი გარეგნობითაც კი ემსგავსება. და მესამე – სიყვარული არ უნდა დაიკარგოს, რაც ჩვენზეა დამოკიდებული. სიყვარული არის შრომა…” – დაასკვნა ჟურნალისტმა.