„თუ უფალი ინებებს, სიამოვნებით გავაჩენ მესამესაც… საყვარელი ადამიანისგან შვილის გაჩენა დიდი ბედნიერებაა და მინდა მივმართო ქალებს, ვინც შედარებით გვიან დაოჯახდა, 40 წლის ასაკში გავაჩინე მეორე შვილი…“

გთავაზობთ ამონარიდს ნანუკა გულუას ინტერვიუდან.

ნანუკა, ისეთი ტემპები გაქვთ აღებული, მესამე შვილზეც ხომ არ ფიქრობთ?

იცით, რა? არ გამოვრიცხავ…

გსურდათ, რომ მრავალშვილიანი დედა ყოფილიყავით?

არ მიფიქრია ამაზე. პირიქით. ისეთ ასაკში დავოჯახდი, ვფიქრობდი, ალბათ, ყველას ბედი არ არის შვილების ყოლა-მეთქი. სავარუდოდ, ჩემი ბედნიერება სხვა რამეში უნდა ვიპოვო-მეთქი. თან, არასდროს ყოფილა ჩემი თვითმიზანი ოჯახი და შვილები. ჩემს მეგობრებს ძალიან უკვირთ, ასეთი დედა რომ აღმოვჩნდი. ეგონათ, სხვებს გავაზრდევინებდი და მე აქეთ-იქით ვივლიდი, მაგრამ არ არსებობს სხვა უფრო დიდი სიამოვნება, რასაც ჩემს შვილებთან კომუნიკაცია მაძლევს. ყველაფერი ამოყირავდა. ორი და მყავს, ჩვენ სამნი ვართ და რომელიმე რომ არ მყავდეს, ძალიან უბედური ვიქნებოდი. მინდა, ჩემს შვილებსაც ჰყავდეთ დაც და ძმაც. სამწუხაროდ, ჩემი საკეისრო კვეთები არ მაძლევს საშუალებას, რომ მალე გავაჩინო მესამე. რაღაც დრო უნდა გავიდეს და თუ უფალი ინებებს, აუცილებლად გავაჩენ მესამესაც.

ნახეთ ინტერვიუ სრულად