თუკი 10 შეკითხვაზე ისე გასცემთ პასუხს, რომ ინტერნეტში არაფერს მოძებნით, მშვენიერი ინტელექტი და ზოგადი განათლება გაქვთ

ხშირად სხვადასხვა ინტელექტუალურ ტესტს შესანიშნავად შეუძლია, ჩვენი შესაძლებლობები, ცოდნა, უნარები შეამოწმოს და კარგი ინფორმაცია მოგვცეს. დღევანდელი ტესტი ჩვენს ზოგად განათლებას შეამოწმებს. ტესტის ავტორების თქმით, თუკი 10 შეკითხვაზე ისე გასცემთ პასუხს, რომ ინტერნეტში არაფერს მოძებნით, ეს იმას ნიშნავს, რომ შესანიშნავი ინტელექტი და ზოგადი განათლება გაქვთ:

  1. რამდენი მეტრია 1 დეციმეტრი?

0,01 მ
0,1 მ
0,001 მ
1,01 მ

  1. რომელი ქვეყანა არ ესაზღვრება პოლონეთს?

გერმანია
უკრაინა
ბულგარეთი

  1. რომელ ქალაქში მდებარეობს ტაჯ-მაჰალი?

სტამბოლში
აგრაში
აბუ-დაბიში

  1. რას აღნიშნავს გამოთქმა: “სიზიფეს შრომა”?

შრომისმოყვარეობას, რომლის შედეგსაც ვხედავთ
მძიმე და უშედეგო შრომას
ყოველდღიურ, მოსაწყენ, რუტინულ სამუშაოს

  1. კონგოს სიმბოლოა…

მარტორქა
ცხენი
ოკაპი

  1. ჟანა დ’არკი ასევე ცნობილია, როგორც…

ორლეანელი ქალწული
ნიურნბერგელი ქალწული
პარიზელი ქალწული

7. რისგან ამზადებენ იაპონურ სასმელს, საკეს?

  • ბრინჯისგან
  • სიმინდისგან
  • ქერისგან

8. რომელი ქვეყნის ენდემური ფრინველია ემუ?

  • სამხრეთ ამერიკის
  • ავსტრალიის
  • ნიგერიის

9. ძველბერძნულ მითოლოგიაში, რისი ღმერთი იყო ზევსი?

  • ცის, ელვისა და ქუხილის
  • მიწის
  • გართობის

10. რომელ წელს დაარსდა საქართველოში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, რომელიც ახლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით არის ცნობილი?

  • 1910 წელს
  • 1918 წელს
  • 1922 წელს

სწორი პასუხები:

  1. 0,1 მ
  2. ბულგარეთი
  3. აგრაში
  4. მძიმე და უშედეგო შრომას
  5. ოკაპი
  6. ორლეანელი ქალწული
  7. ბრინჯისგან
  8. ავსტრალიის
  9. ცის, ელვისა და ქუხილის
  10. 1918 წელს