იტალიელი მოდის დიზაინერი რობერტო კავალი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას „ნიუსსქაი“ კავალის კომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რობერტო კავალის კომპანია თანაგრძნობას უცხადებს ბატონი კავალის ოჯახს“, – აცხადებს კავალის კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.
კავალი იტალიაში, ფლორენციაში საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
„ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ავადმყოფობდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა ბოლო დღეებში“, – იტყობინება იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA.
ცნობილი დიზაინერი 83 წლის იყო.
როგორც ცნობილია მისი ქონების დიდი ნაწილი მის პარტნიორს, 38 წლის “პლეიბოის” ყოფილ მოდელს, სანდრა ნილსონს დარჩება.