ცნობილი დიზაინერი რობერტო კავალი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა – ვინ არის 38 წლის “პლეიბოის” ყოფილი მოდელი, რომელსაც ქონების დიდი ნაწილი დარჩება

იტალიელი მოდის დიზაინერი რობერტო კავალი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას „ნიუსსქაი“ კავალის კომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რობერტო კავალის კომპანია თანაგრძნობას უცხადებს ბატონი კავალის ოჯახს“, – აცხადებს კავალის კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.

კავალი იტალიაში, ფლორენციაში საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

„ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ავადმყოფობდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა ბოლო დღეებში“, – იტყობინება იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA.

ცნობილი დიზაინერი 83 წლის იყო.

როგორც ცნობილია მისი ქონების დიდი ნაწილი მის პარტნიორს, 38 წლის “პლეიბოის” ყოფილ მოდელს, სანდრა ნილსონს დარჩება.