მომღერალი ხვიჩა ხოჯავა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ზურა ბარბაქაძე (ფანდურა) ავრცელებს.
„ეს რა ცუდი ამბავი გავიგე, ძმაო, რატომ, რატომ… ღმერთმა ნათელში გამყოფოს“, – წერს მომღერალი.
დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.
გარდაცვლილს მეგობრები და ახლობლები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან:
„ხვიჩა, შენ გული როგორ გაგიჩერდა ბიჭო, კიდევ ვერ ვიჯერებ… რა ვქნა, არ ვიცი… ვიყვირო მინდა.რატომ შემაყვარე ასე თავი, ჩემი გემრიელი ბიჭი…“
„არ გვჯერა, ხვიჩა, მეგობარო… რა მხიარული, გულთბილი და უკეთილშობილესი იყავი და იქნები ჩვენს გულებში“
„ვაიმე, ხვიჩა, რატომ… ვაიმე შვილო, რით ვანუგეშო დედაშენი, რატოოო…“ – წერენ სოციალურ ქსელში.