„პირველი არხის“ ჟურნალისტი გიორგი კობერიძე გარდაიცვალა – სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში გიორგის მეგობრები და კოლეგები ავრცელებენ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი მძიმე სენს ებრძოდა.
„ყველაზე საყვარელი, კეთილი, თბილი, სანდო, მეგობრული, მუდამ გვერდში მდგომი, ყურადღებიანი, საქმის მიმართ პასუხიმგებლობით სავსე ადამიანი დაგვაკლდა!“ – ამის შესახებ ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა სოციალურ ქსელში წერს.