საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი მაია ვაშაკიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი შვილი, თაკო აბზიანიძე ავრცელებს.
„ჩემი დედიკო აღარ მყავს“, – წერს თაკო აბზიანიძე და მაია ვაშაკიძის ფოტოს აქვეყნებს.
მაია ვაშაკიძის გარდაცვალებას ეხმიანება პირველი არხის რეპორტიორი თეო ხუბულავაც.
„ცხოვრების უმეტესი ტელევიზიაში გაატარა. რაც აქ ვარ, მაიკოც იმ წამიდან მახსოვს. ვუსამძიმრებ ჩვენი მაიკოს ოჯახს“, – წერს თეო ხუბულავა „ფეისბუკზე“.