ცნობილია რა ანაზღაურება ექნება კვარაცხელიას თუ ნაპოლიში დარჩება

იმ შემთხვევაში თუ ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში დარჩება და სხვა გუნდში არ გადავა, ქართველის ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაიზრდება.

საფეხბურთო ინსაიდერის ნიკოლო შირას ინფორმაციით, კვარაცხელია და ნაპოლი მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რომლის მიხედვითაც კვარას კონტრაქტი 2029 წლამდე გახანგრძლივდება.

თავდაპირველად წლიურ ხელფასად 4 მილიონი ევრო სახელდებოდა, თუმცა ვიქტორ ოსიმენის წასვლის შემდეგ ზაფხულში ხვიჩა გაცილებით მეტს მიიღებს, რადგან სახელფასო ჭერი გუნდს გაუთავისუფლდება.

იტალიური მედიის ინფორმაციით საუბარია წლიურად 7-8 მილიონ ევროზეც.

წყარო : Pnews.ge